კრეტა: 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა, რადგან შეყვარებული აშანტაჟებდა

ირაკლიოს პოლიციის სამმართველო უცნაურ საქმეს იძიებს. 16 წლის გოგონას მშობლებმა სარჩელი შეიტანეს მისი ყოფილი შეყვარებულის წინააღმდეგ, რომელსაც გოგონას შანტაჟში და თვითმკველობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ.

cretapost-ის განცხადებით, გოგონას მშობლები, გუშინ მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში და თესალონიკში მცხოვრები 28 წლის მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

როგორც საჩივარშია აღნიშნული, 16 წლის გოგონას 28 წლის მამაკაცი შეუყვარდა და სახლიდან წავიდა მის მოსაძებნად თესალონიკში.

ასევე ნათქვამია, რომ მათ ხშირად ექმნებოდათ პრობლემები და ურთიერთობას წყვეტდნენ ხოლმე ამის გამო. გარდა ამისა, გოგონა არასრულწლოვანი იყო და მათი ურთიერთობა არალეგიტიმურად ითვლებოდა.

სერიოზული პრობლემა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც გოგონამ გადაწყვიტა მამაკაცთან ურთიერთობა დაესრულებინა.

საჩივრის თანახმად, 28 წლის მამაკაცმა დაიწყო გოგონას დაშინება და შანტაჟი. გარდა ამისა, დაემუქრა, რომ თუ გარკვეული რაოდენობის თანხას არ მისცემდა, მის შიშველ ფოტოებს Facebook-ზე გამოაქვეყნებდა.

თავდაპირველად, გოგონამ გაუგზავნა შესაბამისი რაოდენობის თანხა, თუმცა მამაკაცს არ შეუწყვეტია მუქარა და კვლავ მოითხოვა ფული. გოგონამ ვეღარ გაუძლო შანტაჟს და თვითმკვლელობა სცადა, დიდი რაოდენობის აბების მიღებით.

საბედნიეროდ, მისი ქმედება მშობლებმა შენიშნეს და გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში მიიყვანეს. მოგვიანებით, მან ყველაფერი მოუყვა დედას და მამას და მათაც, ამის შემდეგ გადაწყვიტეს პოლიციაში წასვლა და საჩივრის დაწერა.

ირაკლიოს სამმართველომ უკვე აცნობა თესალონიკის პოლიციის განყოფილებას 28 წლის დამნაშავის შესახებ და ისინი ერთობლივი ძალებით ჩაუდგნენ გამოძიებას სათავეში.

 

 

melano

ტესტ