fbpx
სხვადასხვა

კოზანში ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა

კოზანში, ძლიერი სეტყვის გამო ველვენტის გარეუბანი სერიოზულად დაზიანდა.

15 აპრილს, 17:45 საათზე ქალაქში სეტყვა წამოვიდა და 15 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. განადგურებულია ნათესების 60-70%.

მოსახლეობამ თითქმის ყველა სახეობის ხილი იზარალა: ატამი, ვაშლი, ალუბალი და დიდი რაოდენობით გარგარი.

გავრცელებილი ინფორმაციით,  მსგავსი სეტყვა მრავალი წლის განმავლობაში არ უნახავთ. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ სიტუაცია არც ისეთი ტრაგიკულია, ვინაიდან ნათესები აყვავების ადრეულ ეტაპზე იყო.

მომდევნო რამდენიმე დღეში ექსპერტების დახმარებით ზიანის შეფასება მოხდება.

onalem

ტესტ