fbpx
კრიმინალისაზოგადოება

კოსტა-რიკაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებით ბერძენი მამაკაცი დააკავეს

როგორც აღმოჩნდა, კოსტა-რიკას ერთ-ერთი პიცერიაში სახელად ”Akropolis ”, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ. ადგილობრივი საზოგადოება აღნიშნულმა ფაქტმა შოკში ჩააგდო. პიცერიის მფლობელი საბერძნეთის მოქალაქეა.

2009-2010 წლებში მამაკაცი პოულობდა ადამიანებს, ძირითადად ბერძნებს, რომელთაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებოდათ და ამაში სოლიდურ თანხებს იღებდა. შემდეგ, ასევე პოულობდა ღარიბ ადამიანებს, რომლებიც თირკმლის გაყიდვაზე იყვნენ თანახმა და მათ ექიმებთან აკავშირებდა. ის იყო მათ შორის შუამავალი.

Kathimerini-ის ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი გაემგზავრა კოსტა-რიკაში თირკმლის გადასანერგად. თუმცა, ისინი არ ამბობენ, ზუსტად რა თანხა გადაიხადეს ან ჯანმრთელობის რა მდგომარეობა ჰქონდათ მათ.

ხელისუფლების ცნობით, არალეგალური ქირურგიული ჩარევის შედეგად, თირკმელი 12-მა დონორმა გასცა. ერთ-ერთი მათგანი ხანდაზმული მამაკაცი იყო ამერიკიდან, რომელიც ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით სამშობლოში დაბრუნდა და გარდაიცვალა.

სასამართლო

ორშაბათს, 11 სექტემბერს გაიმართება სასამართლო პროცესი, რომელიც ითვლება, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი იქნება ბოლო წლების მანძილზე, რაც კი კოსტა-რიკაში გამართულა. თირკმლის ტრეფიკინგის საქმეში ჩართულია 5 პირი, მათ შორის აღნიშნული საბერძნეთის მოქალაქე.

პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. საერთო ჯამში არსებობს 25 მოწმე, რომელთაგან 14-ს თანხა გადაუხადეს, რათა საკუთარი თირკმელი გაეყიდა. მათ დაახლოებით 5, 000-დან 18, 000 ევრომდე უხდიდნენ.

ბერძენი იმიგრანტის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მსგავს ქმედებებში თანხა არასოდეს აუღია და მისი მაქსიმალური ფუნქცია ამ საქმეში მხოლოდ შუამავლობა იყო, ექიმებსა და თირკმლის გამყიდველ-მყიდველთა შორის.

onalem

ტესტ