კოსმოსური ვილა საბერძნეთში

ბერძნული დიზაინი საკმაოდ სტანდარტულია – კუნძულების სითეთრე და ქვის მთები. ვილა კი, რომელიც პელოპონესში მდებარეობს, ნამდვილად წააგავს კოსმოსურ ადგილს. სახლი 150 კვადრატული მეტრია და მისი დიზაინი ლონდონისა და ბრიუსელის საერთაშორისო კომპანიებს ეკუთვნის.

ერთი შეხედვით, მოგეჩვენებათ, რომ ვილა მიწისქვეშაა ნაშენები. ის ისეა დაპროექტებული, რომ მისი სტუმრები ზღვის პანორამული ხედით დატკბნენ.

ვილას სამი საძინებელი, მრავალი სააბაზანო და მისაღები ოთახი აქვს, რომელიც მინითაა ნაშენები. წინ კი არაჩვეულებრივი საცურაო აუზია.

მთლიანი ნაგებობა 7 თვის მანძილზე შენდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის დაუსახლებელ ადგილას მდებარეობს.