fbpx
კრიმინალი

კორფუ: ბერძენი ქალი სუპერმარკეტებში ყალბი 500 ევროიანებით ვაჭრობდა

საბერძნეთის პოლიციამ კუნძულ კორფუზე დააკავა ქალი, რომელიც ყალბი ბანკნოტებით ვაჭრობდა. როგორც გაირკვა დაკავებული თანხის გაყალბების მინიმუმ 5 შემთხვევაში იყო ჩართული და დიდი რაოდენობით ყალბი 500 ევროიანები ჩამოართვეს.

ბერძენი ქალი 53 წლისაა. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ შვეიცარული ფულიც (ფრანკი) იპოვა.

ის გუშინ, 18 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დააკავეს. მას ბრალად ედება თანხის გაყალბებაში მონაწილეობა და ყალბი თანხის შენახვა-გასაღება.

მის მფლობელობაში 3,220 ევრო აღმოაჩინეს, ასევე ძვირფასეულობა და ორი კომპიუტერი.

53 წლის ბერძენი კორფუს პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ