fbpx
საზოგადოება

კონტროლი ტრანსპორტში: ბავშვი მატარებლიდან ჩამოსვეს, რადგან ბილეთს ვადა 10 წუთის გასული ჰქონდა

ელექტრონული სისტემის ამუშავებასთან ერთად საბერძნეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიც დაიწყო. შესაძლოა კონტროლიორები ხშირად არ გვხვდებიან, თუმცა, შესაძლოა შეგვხვდნენ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით.

ადგილობრივი მედია გარეუბნის მატარებელში მომხდარი შემთხვევის შესახებ იტყობინება.

პატრასში სკოლის მოსწავლეს აიძულეს მატარებლიდან ჩასულიყო, ვინაიდან მის ბილეთს ვადა 10 წუთის გასული ჰქონდა.

როგორც ბავშვის დედა იტყობინება, ადგილს, სადაც ბავშვი ჩამოსვეს, არ იცნობდა, რის გამოც მოსწავლე პანიკაში ჩავარდა.

ის ბრალის წაყენებას აპირებს მათთვის, ვინც არასრულწლოვნის საფრთხეში ჩაგდების საკითხზეა პასუხისმგებელი.

onalem

ტესტ