fbpx
კრიმინალი

კომპანია ΣΤΑΣΥ-ს თანამშრომლებმა 1 მილიონი ევრო მოიპარეს

კომპანია ΣΤΑΣΥ-ის 12 თანამშრომელს, რომლებიც ბილეთების განაწილებაზე იყვნენ პასუხისმგებელი, ბრალი ქურდობაში ედებათ. პროკურატურა ბრალდებულებს 1 მილიონ ევროს ედავება, რომელიც მათ 1 წლის მანძილზე ΟΑΣΑ-დან  მიითვისეს.

კერძოდ, კომპანიის მენეჯერებსა და სხვა მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს მოგების დათვლისას თაღლითობაში, ქურდობასა და მოვალეობის უხეშ დარღვევაში.

აუდიტი ანონიმური ზარის განხორციელების შემდეგ ჩატარდა.

აღმოჩნდა, რომ თანამშრომლები, რომლებსაც ბილეთების დისტრიბუცია ევალებოდათ, სისტემატურად აკავებდნენ თანხის გარკვეულ რაოდენობას. ასევე შთამბეჭდავია ფაქტი, რომ მათ წაშალეს ყველანაირი ფაილი და ინფორმაცია, რომელიც დანაშაულთან იყო დაკავშირებული. ამის გამო, რეალურად არსებული ინფორმაციით, მხოლოდ 16,000 ევროს დეფიციტი დასტურდება. თუმცა, აუდიტორული შემოწმების მეორე ეტაპის შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ ზარალი 1 მილიონ ევროს შეადგენს.

onalem

ტესტ