დიდი ხარჯების გამო “Ryanair”-ის ბაზა ხანიაში იხურება

“Ryanair”-ის ბაზა ხანიაში იხურება, დიდი ხარჯების გამო “Ryanair”-მა შეამცირა საბერძნეთის ტერიტორიაზე ფრენები. ასევე მოხდება ათენის თვითმფრინავების გადაყვანა გერმანიაში.

“Ryanair”-ის წარმომადგენლები მის განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მოხდება კომპანიის თვითმფრინავების გადაყვანა ათენიდან და ხანიადან გერმანიაში. საჰაერო ჰომალდების გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების შედეგად “Ryanair”-ის ბაზა ხანიაში დაიხურება. შესაამისად, 4 ფრენა ხანიიდან კატოვიცეს, ვენეციის, მემინგენის და სხვა ქალაქების მიმართულებით გაუქმდება.

ათენის, მიკონოს, სანდორინის და თესალონიკის ფრენები განხორციელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ” Ryanair”-ის აღმოსავლეთ და ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა – ნიკოლოზ ლარდისმა განაცხადა, რომ “Ryanair”-ის ხარჯების შემცირების გამო და მოგების მიღების მიზნით ხდება ამ თვითმფრინავების გადაყვანა გერმანიაში.

საბერძნეთის ფრენები, მხოლოდ ზაფხულში დებენ სასურველ ფინანსურ შედეგს და გერმანიაში გადაყვანა იმიტომ ხდება, რომ შესაძლებელია წლიურად უფრო დიდი ფინანსური სარგებლის მიღება. ძალიან ბევრ მომხმარებელს, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ შეძენილი ბილეთი დაუბრუნეს გადახდილი თანხა. “Fraport Greece”-მა განაცხადა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ კომპანია “Ryanair”-ის საჭიროებებს და გადაწყვეტილებებს .

melano

ტესტ