fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კოლონაკში 24:00 საათის შემდეგ ხმამაღალი მუსიკა იკრძალება: ათენის მერიის განცხადება

ათენის მუნიციპალიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით კოლონაკში მდებარე კაფე-ბარებში ხმამაღალი მუსიკა დასაშვებია პარასკევს, შაბათს და სადღესასწაულო დღეებში ღამის 01:00 საათამდე, ხოლო დანარჩენ დღეებში მხოლოდ 24:00 საათამდე.

გადაწყვეტილება კოლონაკის მოსახლეობის მიერ გამოთქმული უამრავი საჩივრის საფუძველზე მიიღეს და ამ ტერიტორიაზე 24:00 საათის შემდეგ ხმამაღალი მუსიკა კანონით დასჯადი იქნება.

მერია აცხადებს, რომ აღნიშნული საათები არ განსაზღვრავს ბარ-რესტორნების მუშაობის განაკვეთს, არამედ ეს ეხება მხოლოდ მუსიკას, რომელიც იქ მაცხოვრებლებს აწუხებს. ისინი იმუშავებენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მუშაობდნენ, თუმცა, მუსიკას შესაბამისი კანონის მიხედვით, გამორთავენ.

2017 წელს კოლონაკში 70-მდე ბიზნეს ობიექტმა მოითხოვა საათების გაზრდა.

ჯერ კიდევ 1996 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ხმამაღალი მუსიკა ზამთარში დაშვებული იყო მხოლოდ 22:00 საათამდე, ხოლო ზაფხულში 23:00 საათამდე.

იყო მოთხოვნები, რომ ეს დრო გაზრდილიყო 03:00 საათამდე, თუმცა, ათენის მუნიციპალიტეტმა კაფე-ბარებს ნებართვა არ მისცა.

onalem

ტესტ