fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კოლონაკი: 27 ცნობილი ბერძენი მსახიობი, მოდელი და ბიზნესმენი კოკაინის საქმეში

კოლონაკში ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი საქმე “გასკდა”. 2018 წლის მაისში 27 პირი, ცნობილი ბერძენი მსახიობები, მოდელები და ბიზნესმენები, სასამართლოში კოკაინით ვაჭრობის ბრალდებით წარსდგებიან.

ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროს თანახმად, ბერძნული შოუ ბიზნესის ვარსკვლავთა სახელები ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება. კერძოდ, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც მდიდრულ კოლონაკში ელიტალურ რესტორანს ფლობს, ცნობილი ბერძენი მსახიობი, საბერძნეთის სექს-სიმბოლო და მისი ვაჟი, ასევე ერთ-ერთი დილის სატელევიზიო გადაცემის წამყვანი და სხვა თანაბრად ცნობილი ადამიანები – მათ ერთი საქმე აერთიანებთ.

კრიმინალურმა ორგანიზაციამ საქმიანობა 2013 წელს დაიწყო, როდესაც 53 წლის ბიზნესმენმა კოლონაკში რესტორანი შეიძინა. სწორედ აქედან დაიწყო ფარული ვაჭრობა მის დაწესებულებაში. შოუ ბიზნესის ცნობილი ვარსკვლავები რესტორნების ხშირი სტუმრები გახდნენ. ისინი მაგიდებზე კოდებს წერდნენ, რომლითაც ერთმანეთს ახვედრებდნენ, თუ რა დოზის ფხვნილის შეკვეთა სურდათ. შეძენის პირდაპირი პროცესი კი რესტორნის საპირფარეშოში ხდებოდა.

თუმცა, გამსაღებლები მხოლოდ აღნიშნული რესტორნით არ შემოიფარგლებოდნენ და მალე მთელი კოლონაკის ტერიტორია მოიცვეს. ნელნელა 53 წლის ბიზნესმენის საქმიანობა გაიზარდა და მას შოუ ბიზნესის ვარსკვლავებიც შეუერთდნენ. ამ მომენტისთვის იდენტიფიცირებულია 27 ადამიანი, რომლებსაც 2018 წლის მაისში გაასამართლებენ.

პარალელურად გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს არსებობენ თუ არა სხვა მოკავშირეებიც.

onalem

ტესტ