fbpx
კრიმინალი

კლივლენდის პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს, რომელმაც მკვლელობა FACEBOOK LIVE-ს საშუალებით აჩვენა

აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში, პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებს, რომელმაც მკვლელობა Facebook-ს პირად გვერდზე პირდაპირი რეჟიმში (Live) აჩვენა.

ეჭვმიტანილის მტკიცებით ვიდეოში ამბობს, რომ მას კიდევ 13 მკვლელობა აქვს ჩადენილი და მორიგ მკვლელობებს გეგმავს.

კლივლენდის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის მათ მხოლოდ ერთი მოკლულის შესახებ აქვთ ინფორმაცია. მათი ინფორმაციით, მოკლული 74 წლის მამაკაცია.

ეჭვმიტანილის Facebook-ის პირადი გვერდი სოციალურმა ქსელმა მომხდარიდან მალვე დაბლოკა.

კლივლენდის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ავტომობილით გადაადგილდება და შეიარაღებულია.

პოლიცია ეჭვმიტანილის ფოტოსაც აქვეყნებს:

onalem

ტესტ