fbpx
საზოგადოება

კლიმატური ცვლილებების გამო საბერძნეთში აფრიკული მტვრის ფენომენი აქტიურდება

ატმოსფერული ფიზიკის პროფესორი, ხრისტოს ზერეფოსი აცხადებს, რომ მომდევნო წლებში საბერძნეთში აფრიკული მტვრის ფენომენი უფრო და უფრო გააქტიურდება. აღნიშნული ვარაუდი ეფუძნება ფაქტს, რომ კლიმატი დედამიწაზე და ცხადია, საბერძნეთშიც, არასტაბილური ხდება. ხმელთაშუა ზღვაზე ქარი აფრიკულ მტვერს ხშირად გადმოიტანს.

თავის მხრივ საჰარას უდაბნო დღეს 10 პროცენტით უფრო დიდია, ვიდრე ის გასულ საუკუნეში იყო.

ქარის ყოველი ძლიერი დაბერვისას აფრიკიდან გარკვეული რაოდენობის მტვერი საბერძნეთში გადმოინაცვლებს.

1 აპრილისთვის აფრიკული მტვერი ყველაზე დიდი ინტენსივობით შეინიშნება კიკლადესის კუნძულებსა და კრეტაზე, თუმცა, ფენომენი მარტის შუა რიცხებთან შედარებით, საგრძნობლად შესუსტებულია.

onalem

ტესტ