კიფისია: შოკისმომგვრელი კადრები ერთ–ერთი კლუბის წინ

დედას, რომელიც კიფლისის კლუბში  შვილის წამოსაყვანად მივიდა, კლუბში შოკისმომგვრელი სურათი დახვდა, მისი შვილი 9 მოზარდთან ერთად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა–ათივე მათგანს დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და გონზე არ იყვნენ.
“დამეხმარეთ ჩემი შვილი გონზე არ არის, იქნებ ვინმემ სასწრაფო დახმარებას გამოუძახოთ”–დედის ამ სიტყვების მოსმენა ადგილზე მყოფ ადამიანებს შეეძლოთ.
ფაქტს ადგილი 28 ოქტომბერს ჰქონდა. 15 წლის მოზარდის დედამ დიდი მცდელობის შემდეგ შვილის გონზე მოყვანა მაინც ვერ შეძლო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში კიდევ ორი მოზარდი მიიყვანეს, სამივე მათგანის მდგომარეობა იმ დღესვე გამოსწორდა.
ამ ფაქტის შესახებ ამბავი პოლიციამდეც მივიდა, პოლიციის თანამშრომლები ცნობილ კლუბში მივიდნენ და იქედან ალკოჰოლი ექსპერტისაზე წაიღეს, რათა გაერკვიათ იყო თუ არა რამე სახის ნივთიერება სასმელში შერეული.

კლუბში მოწყობილი წვეულება ჩვეულ რითმში მანამ მიდიოდა, სანამ კერძო სკოლის რამდენიმე მოზარდს გულყრა არ დაეწყო და ცუდად არ გახდა.