fbpx
საზოგადოება

კიფისია: ელექტრო მატარებლის რელსებში მანქანა ჩავარდა

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. კიფისიაში ელექტრო მატარებლის (ტრენო) რელსებს შორის მანქანა ჩავარდა.

მანქანა, რომელსაც მამაკაცი მართავდა, დაახლოებით დილის 08:00 საათზე ხიდიდან გადავარდა და კიფისიისა და KAT-ის გაჩერებებს შორის, რელსებში ჩავარდა. მძღოლმა დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რის გამო გადავარდა მანქანა, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი მის ადგილიდან დაძვრას ცდილობდა და ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა და არა სიჩქარით მოძრაობისას.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო მატარებლის მოძრაობა აღნიშნულ სადგურებში გარკვეული დროის მანძილზე შეზღუდული იყო.

onalem

ტესტ