fbpx
კრიმინალი

კიფისია: 52 წლის ბიზნესმენის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილები ალბანელები არიან

ΣΚΑΪ-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენის მკვლელობაში, რომელიც 19 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მთავარი ეჭვმიტანილები ალბანელები არიან, რომლებიც ციხიდან სამი წლის წინ გაათავისუფლეს.

პოლიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ალექსანდროს სტამატიადისის სავარაუდო მკვლელთა ვინაობა ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი კიფისიაში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც თავის ტვინის შეშუპება განუვითარდა და რამდენიმე დღე საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. 20 აპრილს მისმა ორგანიზმმა მდგომარეობას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა.

სტამატიადისის დაკრძალვა დღეს გაიმართა. ოჯახმა საზოგადოებას სთხოვა ძვირადღირებული ყვავილების შეძენის ნაცვლად, თანხა კუნძულ ანდროსის საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაერიცხათ.

onalem

ტესტ