ყინვისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანი ჩრდილოეთ საბერძნეთში

სამშაბათს საბერძნეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბალ ტემპერატურას კიდევ ერთი მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა ქვეყნის ჩრდილოეთში.

მამაკაცის სხეული თოვლში დამარხული იპოვეს ერთ-ერთ ბერძნულ სოფელში, ორშაბათს დღეს და მას შემდეგ,  მისი სიკვდილის მიზეზად ჰიპოთერმია ითვლება. მთავრობა ვარაუდობს, რომ მამაკაცი კვირის ბოლო დღეებში გარდაიცვალა. სხვა ინფორმაცია მიგრანტის შესახებ არ ვრცელდება.

ბოლო ორ კვირაში, ეს უკვე მიგრანტის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, რომელიც ცივ ამინდს უკავშირდება.

მიუხედავად სასტიკი სიცივისა და ყინვისა, ბევრი მიგრანტი მიდის რისკზე, უკანონოდ გადაკვეთოს მდინარე ევროსი ჩრდილოეთ საბერძნეთში, რომ თურქეთიდან ევროპის ქვეყანაში შემოვიდეს და თავშესაფარი იპოვოს.

melano

ტესტ