fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი მძიმე დღე ათენში: როგორ იმუშავებს საჯარო ტრანსპორტი ხვალ?!

დღეს ათენის მასშტაბით გადაადგილება დილის საათებში შედარებით გართულებული იყო. მოსახლეობა საათობით ელოდა ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს გაჩერებებზე, ვინაიდან მუშაობა მძღოლებმა 09:00 საათის შემდეგ დაიწყეს.

ხვალ კი, ათენისთვის კიდევ ერთი მძიმე დღე იქნება.

31 მაისს, ავტობუსები და ტროლეიბუსები 24 საათის მანძილზე არ იმუშავებს.

ამავე დროს, ათენის მეტრო მუშაობას დაიწყებს დილის 09:00 საათზე და იმოძრავებს საღამოს 21:00 საათამდე (1-ლი და მე-2 ხაზი). ხოლო მე-3 ხაზი იმუშავებს დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

ტრამვაი იმუშავებს საღამოს 21:00 საათამდე.

onalem

ტესტ