fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

კიდევ ერთი მასშტაბური ხანძარი დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდება

ძლიერმა ქარმა საბერძნეთში კიდევ ერთი საშინელი ხანძარი წარმოქმნა.

როგორც ცნობილია, ალი კითირაში გუშინ დილას პიცინადეს მილოპოტამოსის ტერიტორიაზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, მეხანძრეები კი ამ დრომდე ცდილობენ, რომ ხანძარი შეაჩერონ. მისი კონტროლი ძალიან რთულია და ამჟამად, ალი ძალიან ახლოს არის დასახლებულ პუნქტებთან.

თუ მოკლე ხანში ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოხერხდა, ქალაქის მერი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის ბრძანებას გასცემს.

პარალელურად, ამ მომენტისთვის 61 მაშველი, 27 სახანძრო მანქანა, 57 მოხალისე და ორი ვერტმფრენი ცდილობს მოსახლეობას საფრთხე აარიდოს. ინფორმაციას ათენის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

onalem

ტესტ