fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი ცვლილება 16 ნოემბერს დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით!

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მეტროს თანამშრომელთა 24 საათიანი გაფიცვა, რომელიც ხუთშაბათს, 16 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გაუქმდა და მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს.

ΣΤΑΣΥ-ს თანამშრომლები სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც შედგა. შეხვედრის მსვლელობისას ორივე მხარემ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, გამომდინარე აქედან გაფიცვა გაუქმდა და 16 ნოემბერს მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს.

თუმცა, შეგახსენებთ, რომ გაფიცვა დაგეგმილია ოთხშაბათს, 15 ნოემბერსაც. მეტრო არ იმუშავებს საღამოს 21:00 საათიდან სამუშაო საათების დასრულებამდე!

სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულებრივი განრიგით.

onalem

ტესტ