fbpx
საქართველო

ხარაგაულში დოღში გამარჯვებულები ქერით დააჯილდოვეს

სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ადგილობრივების ინიციატივით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრისადა კიცხის ტერიტორიაზე 7 სექტემბერს დოღი მოეწყო, სადაც 30-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა.

ღონისძიებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მისი მოადგილე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ გიორგი არევაძეს -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს – 50კგ.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულისმაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრისადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა.

 

 

onalem

ტესტ