fbpx
საზოგადოება

გადაიხდის თუ არა კეტი გარბი 90, 000 ევროს ოდენობის ჯარიმას?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ცნობილ ბერძენ მომღერალს, კეტი გარბის, ახლა ღიმილისთვის ყველანაირი მიზეზი აქვს. ათენის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარბის 90, 000 ევროს ოდენობის ჯარიმა გაუუქმდა.

კერძოდ, ინფორმაცია პეტროს კუსულოს შოუს საშუალებით გავრცელდა. ათენის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მომღერალი 90, 000 ევროს აღარ გადაიხდის.

მას აღნიშნული ჯარიმა საგადასახადო სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დაეკისრა, რომელიც გულისხმობდა თაღლითობის ფაქტების აღმოჩენას 2000 წლიდან.

თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მომღერალს ჯარიმა მთლიანად მოუხსნა.

onalem

ტესტ