fbpx
საბერძნეთი

კერძო მანქანებისთვის ეგნატიას გზაზე ახალი გადასახადი წესდება

მინისტერიალის განკარგულების შესაბამისად, ეგნატიას გზაზე გამვლელთათვის 14 დეკემბრიდან ახალი გადასახადი წესდება. გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა ევკლიდ ცაკალატოსმა და ტრანსპორტის მინისტრმა ხრისტოს სპირძისმა ერთობლივად მიიღეს. კერძო მანქანებისთვის გავლა 1, 20 ევრო ეღირება.

ამავე გადაწყვეტილებით, 14 დეკემბრიდან გადასახადი მცირდება ტირიასა და მალაკასის გზებზე, პატარა მანქანებისთვის, 2,40 ევროდან 2,10 ევრომდე. ასევე სატვირთოებისა და ავტობუსებისთვის გადასახადი მცირდება 6 ევროდან 5, 30 ევრომდე. ხოლო კიდევ უფრო მოზრდილ მანქანებზე 8, 40 ევროდან 7, 40 ევრომდე.

ასევე, მინისტერიალის გადაწყვეტილების მე-5 მუხლის მიხედვით, ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებით, უმუშევრები, ისინი, ვისაც კომერციული დანიშნულების მანქანები ჰყავს და ა.შ. გათავისუფლებული არიან აღნიშნული გადასახადებისგან.

onalem

ტესტ