fbpx
კრიმინალი

დაუჯერებელი სისასტიკე ძარცვის დროს: “ჩვენ რკინის ხელკეტებით გვცემდნენ”

სასტიკი ძარცვა მოხდა კეფალონიაზე, სადაც შენიღბული მამაკაცები თავს დაესხნენ ერთ-ერთ სახლს, სცემეს ოჯახის წევრები (2 კაცი და 2 ქალი), თოკით დააბეს ისინი და ამის შემდეგ გაუჩინარდნენ.

ერთ-ერთმა მეზობელმა გაიგონა ხმაური და გადავიდა მათთან რათა გაეგო რა ხდებოდა.  გაერკვა თუ არა მომხდარში, დაინახა რა არეული სახლი და თოკით შეკრული მეზობლები, სასწრაფოდ დარეკა პოლიციაში. ოთხივე დაზარალებული გადაიყვანეს არგოსტოლის საავადმყოფოში, მათ მძიმე დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული.

ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადებით, მძარცველები მას, მის ცოლს, ქალიშვილსა და სიძეს რკინის ხელკეტებით სცემდნენ იქამდე, სანამ დიდი რაოდენობით თანხა არ გამოსძალეს.

“5 საათი იყო, გამეღვიძა და დავინახე შენიღბული და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები, რომლებმაც ცემა დამიწყეს. მე მათ შევეწინააღმდეგე და შეიძლება, სწორედ ეს იყო ჩემი შეცდომა.  შევეცადე ერთ-ერთისთვის ნიღაბი ჩამომეგლიჯა. სამწუხაროდ, არ საუბრობდნენ ერთმანეთში, რათა გამეგო ბერძნები იყვნენ ისინი თუ უცხოელები.  მათ მხოლოდ სიტყვა “ევრო” ახსენეს. სახლში რომ იარაღი მქონოდა,  აუცილებლად ვესროდი მათ, თუნდაც ციხეში წავსულიყავი ამის გამო.  ისინი ძალიან სასტიკად მოგვექცნენ ” -განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა დაზარალებულმა.

onalem

ტესტ