fbpx
კრიმინალი

კეფალონია: ბრიტანელი ტურისტი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ერთი ბრიტანელი ტურისტი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ტურისტები წყლის სპორტით იყვნენ დაკავებული.

ეს ყველაფერი სამშაბათს კუნძულ კეფალონიაზე მოხდა. გარდაცვლილი 58 წლის ბრიტანეთის მოქალაქეა. ის წყლის სპორტის ერთ-ერთი სახეობის მიმდევარი იყო.

როგორც ცნობილია, მეგობრები დიდი სისწრაფით მიმავალ მოტორიან ნავზე იყვნენ ჩაბმული, ნავმა რამდენიმე მანევრი გააკეთა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა მათგანმა კონტროლი დაკარგა და წყალში გადავარდა.

სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე სწრაფად გაჩნდა და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ხოლო რაც შეეხება გარდაცვლილს, კუნძულის ხელისუფლება ელოდება აუტოფსიის პასუხებს, რის შედეგადაც გაირკვევა, ზუსტად რა დაზიანებამ იმსხვერპლა მამაკაცის სიცოცხლე. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის შეტევა ჰქონდა.

ასევე დაკავებულია ნავის მძღოლი, თუმცა შესაძლოა ახლო მომავალში გაათავისუფლონ.

მეორე 37 წლის დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

onalem

ტესტ