fbpx
საზოგადოება

კავალა: ქალმა მაესტროს შეაფურთხა, რადგან ბერძნულ მუსიკას არ უკრავდა

უპრეცენდენტო შემთხვევა ჩრდილოეთ საბერძნეთში, კავალას მუსიკალურ ფესტივალზე მოხდა. ხანში შესული ქალი ორკესტრის ხელმძღვანელს, მაესტროს მიუახლოვდა და პირდაპირი გაგებით შეაფურთხა, რადგან ბახს უკრავდა და არა ბერძნულ მუსიკას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი დაახლოებით 70 წლის არის. როდესაც კონცერტის დროს შესვენებამ მოუწია, ის მაესტროსთან მივიდა. ორკესტრმა სწორედ იმ დროს დაასრულა გერმანელი კომპოზიტორის, ბახის მუსიკის დაკვრა.

თავდაპირველად ქალმა მას ჰკითხა, რატომ უკრავდა გერმანელი კომპოზიტორის მუსიკას და არა ბერძნულ მუსიკას. თუმცა, ის სიტყვიერი შეურაცხყოფით არ შემოიფარგლა და მაესტროს შეაფურთხა. შემდეგ კი თეატრი დატოვა. იქ შეკრებილი საზოგადოებისგან მოხუცმა საშინელი კრიტიკა დაიმსახურა.

ორკესტრის ხელმძღვანელმა და ასევე, ფესტივალის ორგანიზატორმა მოგვიანებით განმარტა, რომ შესრულდებოდა საერთაშორისო ნამუშევრები და არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის კომპოზიტორთა მუსიკა.

 

 

onalem

ტესტ