fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კატო პატისია: ქალი გაურკვეველ ვითარებაში მატარებლის რელსებში ჩავარდა

დღეს დაახლოებით 08:45 საათზე მომხდარი ინციდენტის გამო ელექტრო მატარებლის ხაზი სამი საათით დაიხურა.

სრულიად გაურკვეველ ვითარებაში ქალი მატარებლის რელსებში ჩავარდა და ამ დროს მომავალმა მატარებელმა გადაუარა. ცოტა ხნის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ISAP-ის სადგურში ათი მაშველი სამი სახანძრო მანქანით გამოცხადდა და ქალის გვამი რელსებიდან ამოიტანეს.

onalem

ტესტ