fbpx
კრიმინალი

კატო ახაია: ახალგაზრდა გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

კატო ახაიას მოსახლეობა ნანახმა შეძრა. ახალგაზრდა გოგონა ლაპას რეგიონში, ერთ-ერთ მინდორში შოკურ მდგომარეობაში, უგონო იპოვეს. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რა მოხდა ახალგაზრდა ქალის თავს, რომელიც თავის სახელსაც ვერ ამბობდა. სავარაუდოდ, მას სექსუალური ძალადობის ნიშნები აქვს.

ის გუშინ აღნიშნული ტერიტორიის მაცხოვრებელმა იპოვა და მაშინვე სამართალდაცავებს შეატყობინა.

გოგონას ტანსაცმელი დახეული ჰქონდა, ხოლო ფეხზე სერიოზული ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

თავდაპირველად გაუგებარი იყო, გოგონას ეროვნება, თუმცა, როგორც ჩანს, ის ბერძენია. ამ დროისთვის გადაყვანილია პატრასის საჯარო საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდება, რათა დადგინდეს მასზე სექსუალურად იძალადეს თუ სხვა სახის თავდასხმას ჰქონდა ადგილი.

onalem

ტესტ