fbpx
კრიმინალი

კატერინი: სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა

დღეს დილით ჩრდილოეთ საბერძნეთში, კერძოდ, ქალაქ კატერინში, ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, 4 მათგანის გადარჩენა კი მოხერხდა.

სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, მათთან ზარი დაახლოებით დილის 07:30 საათზე შევიდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

12 მაშველი, 4 მანქანით, სასწრაფოდ გაემართა შემთხვევის ადგილისკენ და ხანძარი ჩააქრეს. ერთ-ერთმა მეხანძრემ დამწვარ ბინში იპოვა გარდაცვლილის ცხედარი, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ შეუძლებელი იყო მისი სქესის დადგენა.

მეხანძრეებმა ასევე გადააჩინეს 4 ახალგაზრდა, 18-20 წლის გოგონები, რომელთაც მეზობლად ჰქონდათ ბინა ნაქირავები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიცია გარემოებებს იძიებს, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ხანძარი.

onalem

ტესტ