fbpx
საზოგადოება

კატერინა ნოტოპულუ: დამლაგებლობიდან მინისტრის მოადგილეობამდე

ალექსის ციპრას გეგმა ახალგაზრდა პირების ხალხის წინაშე წარდგენასთან დაკავიშირებით, რომელთაც სახელმწიფო თანამდებობების განახლების მიზნით ნიშნავს სხვადასხვა პოზიციაზე, მოქმედებაში მოდის.

ყველაზე მეტად აღსანიშნავია 28 წლის კატერინა ნოტოპულუს წარდგენა მაკედონია-თრაკის მინისტრის მოადგილედ.

ყველამ იცის ახალგაზრდა ქალის პარტიული გზა: სირიზას ცენტრალური კომიტეტის წევრობა და 2015 წლის არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატობა პირველ ოლქში, პრემიერის ოფისის დირექტორობა თუცმა, რაც მის შესახებ ცნობილი არ არის, არის ის, რომ თესალონიკის მუნიციპალიტეტში 2012 წელს დასუფთავების სექტორში მუშაობდა.

ოთხი წლის წინ, სირიზას 24 წლის წევრი უკვე საკმაო გამოცდილებას ფლობდა დღევანდელი დეპუტატის, ტრიანდაფილოს მუტაფიდის ოფისში მუშაობით, რომელიც 2010 წლის არჩევნებში თესალონიკის მერობის კანდიდატის პრესსპიკერად მუშაობდა. საბოლოოდ კატერინა ნოტოპულუს საქმიანობა დაფასდა.

ამრიგად, ორი წლის შემდეგ. იანის ბუტარისმა მუნიციპალიტეტში მისი ორთვიანი დასაქმების ხელშეკრულება გააფორმა, 2012 წლის ივნისიდან აგვისტომდე, საგზაო გასუფთავების სფეროში.

ფაქტობრივად, როგორც გადაწყვეტილებაშია აღწერილი, “კონტრაქტორის მთავარი დანიშნულება არის ქალაქის, ქუჩების, სკვერებისა და კომუნალური ადგილების ნარჩენების შეგროვება, კომპეტენტური ხელმძღვანელის მითითებით შესაბამისი მასალებისა და საშუალებების გამოყენებით, სამსახურის სხვადასხვა ცვლაში (დილა, შუადღე, საღამო) დასუფთავების პერსონალის დასაქმების გრაფიკის შესაბამისად. ”

გარკვეული ინფორმაციით კატერინა ნოტოპულუ ნაკლებად იყო დაკავებული იმ დროს მისი ახალი პროფესიით, ვინაიდან ამავე დროს მას გაეზარდა მოვალეობები სირიზაში, თესალონიკში, მას შემდეგ, რაც პარტია მოულოდნელად მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცა.

ამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის შეშფოთებაც გამოიწვია. თუმცა, ნოტოპულუს არავითარი განცხადება არ გაუკეთება შაბათის ღონისძიებაზე, რომელიც 12 საათზე დაიწყო და 5 საათზე დასრულდა.

onalem

ტესტ