fbpx
საზოგადოება

კატა, რომელიც მატის ხანძრის დროს გაუჩინარდა, დამწვარ სახლში 23 დღის შემდეგ დაბრუნდა

კატა, სახელად პიპი, 23 ივლისს, მატის სასიკვდილო ხანძრის გაჩენის დღეს გაუჩინარდა. მისი პატრონი მას იმ დღესვე ეძებდა, მაგრამ ოჯახს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლს ისინიც შეეწირებოდნენ. კატა ვერ იპოვეს, თუმცა, იმ დროის შემდეგ, მათ იმედი არ გადაუწურავთ.

მათ მატიში, კოკინო ლიმანაკის ტერიტორიაზე ყველგან გამოაკრეს მისი სურათები.

ის მატის ხანძრის ოთხფეხა მსხვერპლად ითვლებოდა.

16 აგვისტოს კი, ოჯახს, რომელიც მუდმივად ათენში, პაგრატის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეზობელმა დაურეკა, რომელიც იტყობინებოდა, რომ მათ დამწვარ სახლთან პიპის მსგავსი კატა შენიშნა. ისინი ყურებს არ უჯერებდნენ.

ოჯახი მაშინვე გაემართა მატისკენ, იქ კი მისი სახელის დაძახება დაიწყეს და 2 წლის კატა სამალავიდან გამოვიდა. მას წონაში შესამჩნევად ჰქონდა დაკლებული, თუმცა, დამწვრობებს გადაურჩა.

ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ

მატის ხანძარმა 96 ადამიანის და უცნობი რაოდენობის ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

onalem

ტესტ