fbpx
კრიმინალი

კასტორია: 30 წლის უცხოელმა ΚΤΕΛ-დან 2, 500 ევრო მოიპარა!

როდესაც ΚΤΕΛ-ის 45 წლის მფლობელი გუშინ ღამით ოფისის გასაღებად მივიდა, გასაღები არ დასჭირდა, რადგან კარი უკვე ღია დახვდა. ამასთანავე სალაროში არცერთი ცენტი აღარ იყო.

კერძოდ, ძარცვა კასტორიაში, დილის 05:30 საათზე მოხდა. საქალაქთაშორისო ავტობუსების ოფისიდან დიდი რაოდენობის თანხა უცხოელმა 30 წლის მამაკაცმა წაიღო.

როდესაც ΚΤΕΛ-ის მფლობელმა დანაკარგი გააცნობიერა, მაშინვე პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცავებმა კი უმოკლეს დროში მოახერხეს მძარცველის ვინაობის დადგენა.

ის ბულგარელი მამაკაცია, რომელსაც დაკავებისას, მოპარული თანხა ჯიბეში, ხელუხლებელი აღმოუჩინეს.

დაკავებულს კასტორიას საოლქო პროკურატურაში ბრალს ქურდობისთვის წაუყენებენ.

 

onalem

ტესტ