კარელიამ თავის პერსონალს წელსაც 3 მილიონი ევროს ფულადი საჩუქრები დაუწესა

ხელფასების გაზრდა, დამატებითი შეღავათები, Apple-ს კომპიუტერები პერსონალის ბავშვებს და ასე შემდეგ.

ბერძნული თამბაქოს კომპანიის პრეზიდენტმა, ანდრეას კარელიასმა, ამ წელსაც გაახარა თავისი პერსონალი. ყველა მოიწვია სპეციალურ საღამოზე და გამოუცხადა, რომ მათ ცხოვრებას ამ წელსაც შეცვლიდა. კარელიასმა მათ მადლობა გადაუხადა, უსურვა ყვრლაფერი საუკეთესო 2017 წლისათვის და გამოუცხადა ხელფასების აწევის, დამატებითი შეღავათებისა და მე-13 ხელფასების გარდა, კიდევ დამატებითი ფულადი საჩუქრების შესახებ.

დეტალურად:

– 200 ევროს კუპონი საახალწლო მაგიდისთვის

– 800 ევრო ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც 1 სამუშაო დღეც არ გაუცდენია. ( გასულ წელს 800 ევრო კომპანიის პერსონალის 84%-მა აიღო)

– დამატებითი 1.500 ევრო ყველა იმ თანამშრომელს, რომლის შვილიც სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობს

– დამატებითი 500 ევრო მათ, ვისმა შვილმაც 2016 წელს უმაღლეს სასწავებელში ჩააბარა

– 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ევროთი გაიზრდება ყველა თანამშრომლის ხელფასი. ( საშუალო ხელფასი კომპანიაში 2.500 ევროა)

– ყველა ის თანამშრომელი, რომლოს ხელფასიხ 1.701 ევროდან 2.500 ევრომდეა, დამატებით მიიღებს 500 ევროს საჩუქრად

– ყველა ის თანამშრომელი, რომელის თვიური ხელფასია 1.201 ევროდან 1.700-მდე, აიღებს 1000 ევროს საჩუქრად

– ისინი, ვინც საშუალოდ იღებს 1.200 ევროს, აიღებს დამატებით 1.700 ევროს. ასევე რამდენი შვილიც ჰყავთ, იმდენ 450 ევროს საჩუქრად

“ბერძნულ ბაზარზე ჩვენს კომპანიას წელსაც დიდი წარმატება ჰქონდა. ჩვენი გაყიდვები გაიზარდა როგორც მოცულობაში, ასევე ღირებულებაში. ამჟამად ნერძნული ბაზრის 15% ჩვენს ხელშია. ფაქტობრივად,საბერძნეთში 10 ცნობილი სიგარეტის ბრენდიდან, 3 ჩვენია. დღემდე ჩვენი კომპანიის შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში 532 მილიონი ევროა.” თქვა კარელიას პრეზიდენტმა