fbpx
კრიმინალი

მკვლელობა ქონებისთვის: როგორ ეხმარებოდა მსხვერპლის ცოლი მკვლელს?

2017 წლის ოქტომბერში, 62 წლის კარდიოლოგის განზრახ მკვლელობისთვის პოლიციის ოფიცერი დააკავეს.

ამავდროულად, მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის მსხვერპლის 39 წლის ცოლიც დააპატიმრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კარდიოლოგის მეუღლე მკვლელის საყვარელი იყო, სწორედ ის აწვდიდა საჭირო ინფორმაციას, რის შედეგადაც, კარდიოლოგი იერაპეტრა-სიტიას გზაზე მოკლეს.

სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 39 წლის “შავმა ქვრივმა” ბულგარელ პოლიციელს შეტყობინება გაუგზავნა მობილურში თავისი ქმრის ადგილმდებარეობის შესახებ: თუ როდის გავიდა იგი საკუთარი სახლიდან სიტიაში, შეატყობინა მისი მარშრუტი და გარდა ამისა, ისიც კი უთხრა, გზის რომელი მონაკვეთი იყო ყველაზე შესაფერისი თავდასხმისათვის.

როგორც ჩანს, ბულგარელ პოლიციელს და მსხვერპლის ცოლს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ და ეს მკვლელობა მათ ერთად დაგეგმეს.

პოლიციამ ორივე ეჭვმიტანილი დააპატიმრა, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ქალი შეზღუდული ვადით გაათავისუფლეს.

მოკლული ექიმის დის განცხადებით, ქალმა და მისმა საყვარელმა ეს მკვლელობა იმისათვის დაგეგმეს, რომ ქმრის ქონება მიეთვისებინათ შვილის საშუალებით.

onalem

ტესტ