fbpx
კრიმინალი

კარდიცა: მძარცველები ოჯახს თავს დაესხნენ და ქალი სასტიკად სცემეს

სამი მძარცველიდან ორი საბერძნეთის პოლიციამ უკვე დააკავა. საჩივარი ახალგაზრდა წყვილისგან შევიდა, რომელთაგან ქალს სახეზე საშინელი დაზიანებები აქვს მიყენებული. მათ სახლში აღნიშნული სამი დამნაშავე შეიჭრა.

ინციდენტი გუშინ გამთენიისას მოხდა. 30 წლის მამაკაცისა და 31 წლის ქალის სახლში სამმა უცნობმა შესვლა მოახერხა და ქალი სასტიკად სცემეს, წაართვეს ჩანთა, რომელშიც ფული ედო და კიდევ სხვა ნივთები. რამდენიმე წუთში კი გაუჩინარდნენ. ცოლ-ქმარმა მაშინვე პოლიციას შეატყობინა.

პოლიციამ აღწერილობის მიხედვით დააპატიმრა 19 და 26 წლის მამაკაცები, ხოლო მესამე დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ