fbpx
ემიგრაციული სიახლეები

კანონები, რომლებიც საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა უნდა იცოდნენ!

“მეგობრებო,

ჩემი ფეისბუქის ამ გვერდზე მეტწილად სამართლებრივ საკითხებზე ვაპირებ წერას. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. თუმცა ამ ჯერად უფრო სახალისო საკითხს მინდა შევეხო. კერძოდ თქვენს ურთიერთობას ტაქსისტებთან. მოკლედ მოემზადეთ, “შეიკარით ღვედები” და წავედით!

საბერძნეთში მომუშავე ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს აქვს კვირაში მხოლოდ ერთი დღე დასვენება (ე.წ. „რეპო“). ამ დღეს ჩვენი ხალხის უმეტესობა ქალაქში გადაადგილდება ტაქსით (ეს სწორი არჩევანია განსაკუთრებით „უსაბუთოებისთვის“). თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ტაქსის მძღოლი მგზავრს არასათანადოდ ეპყრობა. ასეთი შემთხვევები პირადად მეც უამრავი მქონია. გთავაზობთ მოქმედი კანონმდებლობის ძირითად მონახაზს რაც დაგეხმარებათ იცოდეთ თქვენი უფლებები ტაქსით მომსახურეობის დროს.

საბერძნეთში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ცარიელი ტაქსი გააჩერეთ, გკითხად „სად მიდიხართ“ და მიღებული პასუხის შემდეგ არ მოგემსახურათ, შეგიძლიათ უჩივლოთ, რადგან მას ამის უფლება არა აქვს. ის ამ დროს არღვევს მოქმედ კანონს (N. 4530/2018) რომელიც ტაქსით მომსახურეობას ეხება და ამ დარღვევას ბერძნულად ეწოდება «άρνηση της μίσθωσης μη μισθωμένου ΤΑΞΙ» (ქართ. „ცარიელი ტაქსის დაქირავებაზე უარის თქმა“).

ასევე, ზემო აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით:

1. ტაქსის მძღოლებს აქვთ ვალდებულება, მიყნვენ თქვენს ინსტრუქციას დანიშნულ ადგილზე მისვლასთან დაკავშირებით. ეს დებულება ცდილობს მოსპოს ტაქსის მძღოლების ისეთი ქცევები რომელიც მარშრუტის ხელოვნურად გაზრდას ემსახურება.
ეს დებულება ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა რომლებიც საბერძნეთში ჩამოდიან და აეროპორტიდან ათენის ცენტრში მოსახევედრად ტაქსს ქირაობენ.

2. ტაქსის მძღოლებს აქვთ ვალდებულება, შეაჩერონ ტაქსიმეტრი ისეთ შემთხვევებში რომელიც მგზავრის ბრალეულობით არ არის გამოწვეული, მაგ. მანქანის გაფუჭების, საბურავების დაშვების ან ბენზინის გათავების დროს.

3. ტაქსის მძღოლებს აქვთ ვალდებულება, პოლიციას ან პატრონს დაუბრუნონ ყველაფერი რაც მგზავრს ტაქსში რჩება.

4. ტაქსის მძღოლებს არა აქვთ უფლება ჩართონ მუსიკა ან გააღონ ფანჯარა თქვენი თანხმობის გარეშე. თუმცა ეს არ ეხება მძღოლის ფანჯარას რომლის გასაღებადაც ტაქსის მძღოლს თქვენი თანხმობის აღების ვალდებულება არა აქვს.

5. ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება „ჩამოგსვან“, ანუ შეწყვიტონ კლიენტის დანიშნულების ადგილზე გადაყვანა.

6. ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება მოგთხოვონ კანონით გათვალისწინებულ ტარიფზე მეტი. ვალდებულები არიან მოგაწოდონ ინფორმაცია არსებული ტარიფის შესახებ.

7. ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება სიგარეტს ეწეოდნენ კლიენტის მომსახურების დროს.

8. ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება მოგემსახურონ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკის ან სხვა რაიმე თრობის საშუალების ქვეშ ყოფნის დროს.

9. ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება გელაპარაკონ ან მოიქცნენ შეუსაბამოდ, უხეშად, ცუდად, უპატივცემულოდ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები არის მხოლოდ ნაწილი იმ უფლებებისა რომელსაც არსებული კანონმდებლობა განიჭებთ.

ბერძნული კანონმდებლობით, მგზავრის უფლებების დარღვევა ისჯება უმკაცრესად და მძღოლის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი ღონისძიებებიც კი როგორიცაა:
1. ტაქსის ლიცენზიის ჩამორთმევა.
2. ჯარიმები, რომელიც გადაცდომიდან გამომდინარე შეიძლება იყოს 300-მდე, 600-მდე, 2000-მდე ან 4000 ევრომდე ოდენობის.

კანონს აღასრულებს „სადისციპლინო კომისია“ (ბერძ. «Πειθαρχικό Συμβούλιο») დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე. საერთო ჯამში, კანონაღსრულებითი პროცედურა არც ისე ხანგრძლივია და წესით არ აჭარბებს რამოდენიმე კვირას.

(!) როგორ უნდა მოიქცეთ თუ თვლით, რომ ტაქსით მომსახურების დროს თქვენი უფლებები დაირღვა?
ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად ჩაიწერეთ/დაიმახსოვრეთ ან სურათი გადაუღეთ მანქანის ნომერს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ამ ინფორმაციის გარეშე კანონაღსრულება ძალიან რთულდება.

მშვიდობიან დასვენების დღეებს და ტაქსით მგზავრობას გისურვებთ – ყველა სხვა შემთხვევაში უკვე იცით როგორ უნდა მოიქცეთ .”

წერს ადვოკატი, პაატა სიმსივე.

onalem

ტესტ