fbpx
კრიმინალი

კალითეაში 60 წლის ქალი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს – სამიზნე ანგელა მერკელი იყო

გასულ ორშაბათს კალითეაში 60 წლის ქალი, რომელიც ავეჯის მაღაზიას ფლობს, ანტი-ტერორისტული დანაყოფის ოფიცრებმა დააპატიმრეს. ტელეკომპანია ERT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის კორიდალოს ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალად ედება 2010 წელს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი.

გამომძიებლის ინფორმაციით, მისი დაპატიმრების ორდერი გაცემული იყო გერმანიის ხელისუფლების მიერაც, რადგან მისი თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს შეფუთვაზე, რომელიც კანცლერის მისამართით იყო გაგზავნილი.

თუმცა, გარდა ამ ყველაფრისა, ქალის თითის ანაბეჭდები პოლიციას ყოველთვის ჰქონდა მხედველობის არეში, რადგან ეს მისი ერთადერთი დანაშაული არ არის. მას აღმოაჩნდა სხვა ფინანსური დარღვევებიც.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ნოემბერში საბერძნეთის საელჩოში გაიგზავნა სულ 15 საეჭვო შეფუთვა, რომლებიც შემდეგ საზღვარგარეთ უნდა გაგზავნილიყო, ერთ-ერთ ადრესატი კი სწორედ გერმანიის კანცლერი იყო.

60 წლის ქალმა დაკავებისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მისი თითის ანაბეჭდების აღმოჩენის შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, ის ხშირად ყიდულობდა ანტიკურ ნივთებსა და სხვადასხვა წიგნებს სიძველეების მაღაზიებიდან.

onalem

ტესტ