fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კალითეა: შეარაღებული ძარცვა ერთ-ერთ ბინაში

კვირას კალითეაში მცხოვრები 46 წლის მამაკაცისთვის დღე ძალიან ცუდად დასრულდა.

საღამოს, დაახლოებით 22:00 საათისთვის, მძარცველი მის სახლში აივნიდან შეიჭრა და თითქმის მის თვალწინ მთელი სახლი გაქურდა.

უცნობმა პირმა ყელზე დანა მიადო და მისგან ძვიფასეულობასა და თანხას ითხოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არ დაშავებულა.

უცნობია მძარცველის ეროვნება, ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ის უკვე გაუჩინარებული იყო.

onalem

ტესტ