fbpx
კრიმინალი

კალითეა: ქალმა მამა მოკლა, შემდეგ კი სასწრაფო გამოიძახა, რათა დანაშაული დაეფარა

კალითეაში მცხოვრები 56 წლის ქალი საკუთარი მამის მკვლელობაშია ბრალდებული. მან 88 წლის მოხუცი ჯოხით მანამდე სცემა, ვიდრე არ გარდაიცვლებოდა.

კერძოდ, ინციდენტი სამშაბათს, მათ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და იტყობინებოდა, რომ მამამისი პათოლოგიური მიზეზების გამო გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალს მამასთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც ის ხელჯოხით სცემა. მამაკაცს სხეულის სერიოზული მრავლობითი დაზიანებები და ღია ჭრილობები აქვს მიყენებული.

88 წლის მოხუცი, ფაქტობრივად, სისხლისგან დაიცალა.

56 წლის ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

onalem

ტესტ