fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კალითეა: 63 წლის მამაკაცის გვამს ცოლი 1 წელი მაცივარში მალავდა

”დანაშაული მისი შვილის თვალწინ მოხდა, აივანზე,” ამბობს ახლა გარდაცვლილის ძმა, ხოლო 49 წლის ბულგარელი ქალი, გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე, ყველაფერს უარყოფს. მათ მიერ მიცემული ჩვენებები შოკისმომგვრელია.

დღეს ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა შემთხვევა, რომელიც 2015 წელს მოხდა, 1 წლის შემდეგ კი მსხვერპლი იპოვეს. 63 წლის ვასილის კოკინის გვამი კალითეაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, საყინულეში იყო მოთავსებული. თვითმხილველები აღწერენ, რა ვითარება იყო მაშინ, როცა მამაკაცის დაპატარავებული, გაყინული სხეული აღმოაჩინეს. ის საზღვაო ფლოტის მსახური იყო.

”ის ემბრიონის პოზაში იყო. ხელ-ფეხი შეკრული, ზურგით ზემოთ ,” ამბობს სასამართლოს ერთ-ერთი მოხელე, რომელიც ბინაში პირველი შევიდა.

63 წლის მამაკაცი 1 წელზე მეტი გამქრალი იყო და მისი კვალი არსად ჩანდა. ბოლოს კი ბინაში მეპატრონე, სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად შევიდა და მამაკაცი აღნიშნულ მდგომარეობაში იპოვეს.

გარდაცვლილის მეუღლე სასამართლოში მსხვერპლის სტატუსით იმყოფებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი მისი ორგანიზებული იყო. მან მკვლელობაში 21, 000 ევრო გადაიხადა. საქმეში მონაწილეობდნენ რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეები და თანხა გაინაწილეს. ერთი მათგანი მკვლელსა და მსხვერპლის ცოლს ერთმანეთთან აკონტაქტებდა, ხოლო კიდევ ერთი პირი მათ გვამის მაცივარში მოთავსებაში დაეხმარა.

49 წლის ქალის მიზანი იყო მეუღლის ბანკის ანგარიშს დაუფლებოდა, რომელზეც 250, 000 ევრო ინახებოდა.

2015 წლის იანვარში ყველა ზემოთ აღნიშნული პირი კალითეაში მდებარე ბინაში მივიდა, სადაც 49 წლის ქალის ცხოვრობდა. შემდეგ მან ქმარს დაურეკა, რომ იქ მისულიყო, რადგან შიდა ოჯახური პრობლემა ჰქონდა. როცა მამაკაცი სახლში მივიდა, მოკლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, საყინულეში მოათავსეს და ფულისა და ძვირფასეულობის ძებნას შეუდგნენ.

დაკავებულია მკვლელსა და გარდაცვლილის ცოლს შორის შუამავალი პირი, ასევე გაიცა 49 წლის ქალის გაპატიმრების ორდერი. ძებნაშია მამაკაცის უშუალო მკვლელი, 29 წლის რუმინელი, რომლის კვალიც ბოლოს მალტაში დააფიქსირეს.

onalem

ტესტ