კალიფორნიაში სროლის დროს ბერძენმა ბიჭმა 30-მდე ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

8 ნოემბერს კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ ბარში მასშტაბური სროლა მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბერძენი ახალგაზრდა, 27 წლის ტილემახოს ორფანოსი, რომელმაც სიკვდილამდე დაახლოებით 30-მდე ადამიანს ბარის დატოვებაში დაეხმარა. როგორც მისი მეგობარი ამბობს, რომ არა ის, მსხვერპლი ბევრად დიდი იქნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორფანოსი ლას ვეგასში 2017 წელს მომხდარ სროლას გადაურჩა.

მისი მეგობარი ჰყვება, თუ რას ხედავდა იმ მომენტისთვის: “ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, მას ცივი სახე ჰქონდა, ის ავადმყოფი იყო. ძალიან მშვიდად ისროდა. ასეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ტილემახოსი სიკვდილამდე ათობით ადამიანს დაეხმარა ბარი სწრაფად დაეტოვებინათ. ის მივიდა ერთ-ერთ ფანჯარასთან და გაჰყავდა ხალხი, აქედან დაახლოებით 30-მა ადამიანმა შეძლო გასვლა. ის იყო ბიჭი, რომელსაც ყველა ადარდებდა. დამნაშავემ ჩემი სამი საყვარელი ადამიანი მოკლა. ის პირდაპირ, უემოციოდ თავში ესროდა მათ.”

ბედის ირონიაა სწორედ ის, რომ ორფანოსი 2017 წელს ყველაზე მასშტაბურ სროლაში გადარჩა, ახლა კი საკუთარი სიცოცხლე სხვების გადარჩენას შეესწირა.

“ჩემი ვაჟი ლას ვეგასში იყო მეგობრებთან ერთად და ის სახლში დაბრუნდა. გასულ ღამეს ის სახლში არ მოსულა. არ მინდა ლოცვები, არ მინდა აზრები, მე მინდა იარაღის კონტროლი. განსაკუთრებით ირონიულია, რომ თანამედროვე ისტორიის ყველაზე საშინელ სროლაში გადარჩენილი, თავის საცხოვრებელ ქალაქში მოკლეს”, – თქვა დაღუპულის, ტილემახოს ორფანოსის დედამ.

ტილემახოს ორფანოსის Facebook-ის მიხედვით, ის Thousand Oaks High School-ის კურსდამთავრებული იყო და შემდგომში საზღვაო ფლოტს შეუერთდა.

2017 წლის 1-ელ ოქტომბერს კი, ლას ვეგასში 64 წლის სტივენ პედოკის მიერ სასტუმროს 32-ე სართულიდან კონცერტის მონაწილეთა მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

melano

ტესტ