fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

კაფეები პარკებში: ადგილები, სადაც თქვენ დაისვენებთ და ბავშვები გაერთობიან

შეიძლება ახლა გრძელი შვებულება არ გაქვთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ესტუმროთ რამდენიმე არაჩვეულებრივ ადგილს, თუნდაც, ბავშვებთან ერთად. გთავაზობთ, არაჩვეულებრივ პარკებს, რომლებშიც განთავსებულია კაფეები და ნამდვილად შეძლებთ განტვირთვას მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.

კაფე ”Piu Verde” Άλσος Παπάγου-ს პარკში

კაფე, გამწვანებულ პარკში, იდეალური არჩევანია დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის. შეგიძლიათ დაისვენოთ, მიირთვათ გამაგრილებელი სასმელი და კოქტეილები, ხოლო ბავშვები პარკში სეირნობითა და იქაურობის დათვალიერებით დატკბნენ. თუ გყავთ შინაური ცხოველი, ეს დაწესებულება სიამოვნებით მიიღებს თქვენს ოთხფეხა მეგობრებსაც.

კაფე გულანდრისას მუზეუმში

მუზეუმის ტერიტორიაზე, ხეებს შორის გაშენებული პარკი ნამდვილ სიურპრიზს გიმზადებთ. აქ სპეციალურად შემოღობილი ადგილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სხვადასხვა აქტივობებით დაკავდებიან. პარკი და კაფე არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ დანიშნულებისაცაა, სწორედ ამიტომ, ხშირად ეწყობა სხვადასხვა ტრენინგები.

”მშვიდობის პარკი” ცენტრალურ ათენში

ქალაქის ცენტრში,  Megaro Musikis-ის წინ მდებარეობს ”მშვიდობის პარკი”. აქ თქვენ უამრავ კაფეს შეხვდებით და მისასვლელად საკმაოდ ადვილია, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებთ, ვინაიდან, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ძნელად თუ იპოვით.

“Παλιά Αγορά” ფილოტეის რეგიონში

რეგიონში აღნიშნული კაფე ყველასათვის საყვარელი ადგილია, განსაკუთრებით, მშობლებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვები არაჩვეულებრივ ბაღში დაასვენონ და ფინჯანი ყავა ან ნაყინი მიირთვან.

onalem

ტესტ