fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ჟურნალისტმა კუნძულ სიროსის ერთ-ერთი ტავერნის წინააღმდეგ სტატია გამოაქვეყნა

ბერძენმა ჟურნალისტმა მარია დენაქსამ კუნძულ სიროსზე მდებარე ერთ-ერთი ტავერნის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელა. სტატია ძალიან პოპულარული გახდა და დღეს ის საუბრობს, თუ რა მოხდა და რატომ გააკეთა ეს.

დენაქსამ ზაფხული კუნძულ სიროსზე გაატარა. სტატია კი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

კერძოდ, ჟურნალისტი წერს: ”ჩვენ გარეთ გავედით, როგორც ტურისტები! რვაფეხას 1 ნაჭერი (პატარა) 18 ევრო, ორი შესაბამისად 38 ევრო, კალმარის 5 ნაჭერი 11 ევრო, პლუს წყალი, სულ 54 ევრო. რა თქმა უნდა, არცერთი პროდუქტი არ იყო ახლი. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ არ აუწონიათ, ვინაიდან ეს რესტორანი არ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგულად ვსაუბრობდით, მიმტანმა უცხოელებად ჩაგვთვალა. მიუხედავად იმისა, განვუმარტე, რომ ბერძნულად არაჩვეულებრივად ვსაუბრობდი, მან არ მოგვისმინა. ჩვენ ვთხოვეთ მენიუ მოეტანა, სადაც ფასები იქნებოდა აღნიშნული. თუმცა, ესეც არ შეიმჩნია. საბოლოოდ, ჩვენ, როგორც ”კარგმა ტურისტებმა” ვთხოვეთ, რომ ბარათით გადავიხდიდით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტავერნაში POS არ იყო და გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულის სახით ხდებოდა. მოტანილ ქვითარში არ იყო აღნიშნული იმ საჭმელების დასახელება, რომლებიც შევუკვეთეთ. ასე რომ, ვინც ეძებს ადგილს, სადაც კერძებს რეალურ ფასად დააგემოვნებს, ვურჩევთ, არ აირჩიონ ადგილი, სადაც უმეტესად ტურისტები სხდებიან. ეს უბრალოდ დროისა და ფულის ფლანგვაა.”

ტექსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი მხარს უჭერდა ჟურნალისტის პროტესტს, ხოლო ზოგი აკრიტიკებდა. მათი აზრით, მსგავსი სტატიების გამოქვეყნება პრობლემებს შეუქმნის ქყვეყნის ტურიზმს და კუნძულ სიროსისთვის ნეგატიური პიარია. თუმცა, მარიამ უპასუხა, რომ ტექსტში არსად არის აღნიშნული ტავერნის სახელწოდება ან ზოგადად კუნძულ სიროსზე არსებული  მდგომარეობა. მან ხმა ამოიღო, ვინაიდან მისი თქმით, ეს უკანონოა და თუ ქვითარს ითხოვ, აუცილებლად უნდა მოგიტანონ ზედ შეკვეთილი პროდუქტის დასახელებით და ასევე, თუკი ტურისტი ეწვევა საბერძნეთს და ქვეყანას ამ გამოცდილებით დატოვებს, მას უკან დაბრუნების სურვილი არასოდეს გაუჩნდება.

onalem

ტესტ