fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ჟურნალისტი ნიკოს ციცასი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბერძნეთის ჟურნალისტიკის სფეროში ტრაგედიები არ წყდება. დღეს ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოს ციცასი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის მუშაობდა ჟურნალებისა და გაზეთებისთვის, ვებ გვერდებისთვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფალ ჟურნალისტად. მისი დაკრძალვა ხვალ, პერისტერიში 15:00 საათზე გაიმართება.

ციცასი 1970 წელს ათენში დაიბადა. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, ეკონომიკისა და მართვის სკოლაში გადაინაცვლა. თუმცა, ჟურნალსიტიკა იყო ის, რამაც მის ცხოვრებაში საბოლოოდ გაიმარჯვა.

გაზეთებისა და ჟუნალების გარდა, ის 1998 წლიდან 2006 წლამდე პერისტერის  მუნიციპალიტეტში მრჩეველადაც მუშაობდა.

ნიკოს ციცასი იყო პროფესიონალი, კარგი კოლეგა, თბილი და ზრდილობიანი ადამიანი. მისი სიკვდილი ოჯახის გარდა, თანამშრომლებისთვისაც უდიდესი ტკივილის მომტანი აღმოჩნდა.

onalem

ტესტ