fbpx
საბერძნეთი

ჟურნალისტების თვალით დანახული საბერძნეთის ზღაპრული კუნძულები

ჟურნალ National Geographic Traveler-ის რუსული ვერსიის ჟურნალისტების ობიექტივში საბერძნეთის 4 კუნძული მოხვდა. ჟურნალი თავის მკითხველს ზაფხულისთვის ოთხი კუნძულის მონახულებას ურჩევს: კოსი, კალიმნოსი, ნისიროსი და პატმოსი.

ჟურნლისტები აღნიშნავენ, რომ დოდეკანესის კუნძულების მთავარი ხიბლი არის ის, რომ აქ მზიანი დღეები წელიწადში 350 დღის მანძილზე ნარჩუნდება.

ნისიროსი – აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ახალგაზრდა ვულკანი სტეფანოსი.

კალიმნოსი – წარმოუდგენლად აქტიური ტურისტული დანიშნულების კუნძული. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც ყვინთვითა და სერფინგით, ასევე ლაშქრობებითა და კემპინგით.

პატმოსი – კუნძულზე მდებარეობს რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია, რაც პილიგრიმებისთვის კუნძულის მთავარ საგანძურს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ ჰქონდა იოანე მოციქულს აპოკალიფსის შესახებ გამოცხადება.

კოსი – კუნძული, რომელიც ჰიპოკრატეს ესეების აკვნად ითვლება. აქ უძველესი საავადმყოფოების ნანგრევებია შემორჩენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ულამაზესი კუნძულის ერთადერთი ხიბლი არ არის.

აღსანიშნავია, რომ გაყიდულია ჟურნალის 200, 000 ეგზემპლარი.

onalem

ტესტ