fbpx
საზოგადოება

Jumbo-ს მფლობელი შვილის სიკვდილის შემდეგ ქონებას ყიდის

ტრაგიკულმა ინციდენტმა, რომლის დროსაც მისი შვილი და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა, ცნობილი ბიზნესმენის, აპოსტოლოს ვაკაკისის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ის გახლავთ რთული ხასიათის კაცი, რადგან მხოლოდ ასეთ კაცს შეეძლო შეექმნა კომპანია, რომლის ბრუნვაც 600 მილიონი ევროა.

შვილის სიკვდილს ვაკაკისის რკინის ძალაუფლება არ შეუცვლია, მაგრამ მის სულში ღრმა კვალი დატოვა. გასულ კვირას ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ის აქციების 3,5%-ს ყიდის, რაც Jumbo-ს კაპიტალის 4,8 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბოლო ფინანსური ტრანზაქცია არ არის. ბიზნესმენის ეს ნაბიჯი ანალიტიკოსებისთვის დიდი სიურპრიზი იყო, თუმცა, ითვლება, რომ ეს ახალი ინვესტიციებისთვის გადადგმული ნაბიჯია.

ვაკაკისის ახლობელი აცხადებს: ”ეს ყველაფერი ბიზნესის ოჯახში გადანაწილებისთვის ხდება. მისთვის ძალიან რთული იყო შვილის გარდაცვალება, შესაბამისად სურს, თავისი ქონება დარჩენილ ორ შვილს გაუნაწილოს.”

ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროისთვის კომპანიის მოგება იზრდება და ფინანსურად ძალიან ძლიერდება. ინვესტიციების მოცულობა 50 მილიონ ევროს შეადგენს.

აპოსტოლოს ვაკაკისი გამუდმებით, დაუღალავად მუშაობს საკუთარ ოფისში. ალბათ, ამ გზით ფსიქილოგიური შვების პოვნას ცდილობს.

onalem

ტესტ