Jumbo-ს იმპერიის დამფუძნებლის ისტორია: მამა, რომელმაც შვილი დაკარგა

აპოსტოლოს ვაკაკისი – წარმატებული კომპანიის Jumbo-ს ბერძენი მფლობელი. მან თავისი ქარხანა პირველად ჩინეთში გახსნა და ასე შეიქმნა საბავშვო მაღაზიათა ქსელი. საკუთარი 24 წლის შვილის სიკვდილის შემდეგაც კი, ის საკუთარ თავს დასვენების უფლებას არ აძლევს.

იგი მეორე დღესვე მივიდა კომპანიის მთავარ ოფისში. მანამდე კი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ვანგელი პაპაევანგელუმ ყველა თანამშრომელი გააფრთხილა, რომ: ”ბატონ ვაკაკისს არ სჭრიდება ცრემლები და მწუხარება. ბიზნესი ბიზნესია, როგორც ყოველთვის.”

აპოსტოლოს ვაკაკისი: ”რკინის” ბიზნესმენის სასტიკი გამოცდა

სამსახურში დაბრუნებისთანავე ვაკაკისმა ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პირველი ეს იყო კომპანიასთან დაკავშირებული, რომ მათმა მოგებამ 401.9 მილიარდს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ხოლო მეორე მიმართვა იყო მოკლე და პირადული: ”ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, რომ გავუმკლავდეთ წარმოუდგენლად აუტანელ ცხოვრებას. ასეთ რთულ დროს, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვხატოთ ოჯახების მიმართ, რომელთაც ამხელა დანაკარგი აქვთ საკუთარი შვილებისა და ცოლის სახით. ასევე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ადამიანებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.”

უჩვეულო შეიძლება ეწოდოს აპოსტოლოს ვაკაკისის გადაწყვეტილებას, რომ შვილი მხოლოდ ხუთი ადამიანის გარემოცვაში დაეკრძალა. იმ ადამიანების გარეშე, რომელთაც ნამდვილად სურდათ ბიჭთან გამომშვიდობება.


გიორგოს ვაკაკისი. მამის თხოვნით დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართა. სხეულის კრემაცია ბულგარეთში მოხდა.

მთელი ცხოვრების მანძილზე აპოსტოლოს ვაკაკისის გამძლეობას ბედი ცდიდა. ის დაიბადა 1945 წელს ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში. მისი მამა, გიორგო, მდიდარი მრეწველი იყო. ოჯახმა არ იცოდა დეპრივაციას როგორ გამკლავებოდა და 1962 წელს საბერძნეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ისინი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩნენ. თუმცა, აპოსტოლოს ვაკაკისი არ დაბენდა და იტალიაში წავიდა, სადაც მან დააარსა დღევანდელი Jumbo-ს პროტოტიპი, რომელიც სათამაშოებს აწარმოებდა.

ვაკაკისების სიმდიდრე პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. აპოსტოლოს ვაკაკისი სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში წავიდა, თუმცა 23 წლის ბიჭს უკან დაბრუნება მალე მოუწია, ვინაიდან მისი კომპანიის გლიფადაში არსებული ფილიალი ცეცხლმა გაანადგურა. მას ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყო. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით მამასთან დაძაბული ურთიერთობებისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, კომპანია გაიყიდა.

მას შემდეგ, 1986 წელს ვაკაკისმა მეგობართან ერთად გახსნა მაღაზია, რომლისგანაც მივიღეთ ის, რასაც ახლა Jumbo ჰქვია. ამ წარმატების საიდუმლო ჩინეთის წარმოება იყო. აპოსტოლოს ვაკაკისი იყო პირველი ბერძენი ბიზნესმენი, რომელმაც ამ საქმის აზიაში წამოწყებაში პერსპექტივები დაინახა. წარმატების მეორე მიზეზი იყო ის, რომ სუპერმარკეტი ყიდდა არა მხოლოდ სათამაშოებს, არამედ საოფისე ნივთებს, დასუფთავების და ჰიგიენის საშუალებებსა და შოკოლადს. სწორედ ამ ფაქტორებს კომბინაციამ გახადა კომპანია უკონკურენტო და ახლაც მყარად უკავია წამყვანი პოზიცია ბერძნულ ბაზარზე. ახლა საბერძნეთში Jumbo-ს 52 მაღაზია ფუნქციონირებს, კვიპროსზე – 5, ბულგარეთში – 7, ხოლო რუმინეთში – 8.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს ვაკაკისი გადადგა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან, მან განაცხადა, რომ ბიზნესის განვითარება საზღვრებს გარეთ უნდოდა. რა თქმა უნდა, ამ წარმატებულ ისტორიასაც აქვს ბნელი მხარე. კომპანიას ბევრჯერ დასდეს ბრალი ევროკავშირის ტერიტორიაზე ”ჩინური” სამუშაო პირობების შექმნისთვის. მაგრამ ვის შეუძლია დაადანაშაულოს ადამიანი, რომელმაც დაასაქმა 4735 პირი, და რომელიც არა თუ ხურავს არსებულ მაღაზიებს, არამედ ხსნის უფრო და უფრო მეტ ფილიალს.

ცოტაოდენი რამ პირადი ცხოვრების შესახებ


ვაკაკისის პირველი ცოლი და მისი შვილების დედა – ეფი.

პირველ ცოლთან განქორწინების მიუხედავად, ვაკაკისმა მასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა. მათი სახლებიც კი, კიფისიაში, ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ვინც იცნობს ეფის, ამბობს, რომ მიუხედავად 63 წლის ბიზნესმენის ცხოვრებაში არსებული მრავალი რომანისა, ეფის სიყვარულის დამსახურებაა, რომ მათი ურთიერთობა მრავალი წელი გაგრძელდა.


აპოსტოლოს ვაკაკისი თავის ქალიშვილთან, კრისტინასთან ერთად.

მისი ორი ქალიშვილიდან, კომპანიაში მუშაობა სოფიამ დაიწყო. ის პასუხისმგებელია მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთერთობის სფეროებზე. მეორე ქალიშვილი კი, ქრისტინა, უფრო ახლოს იყო საკუთარ ძმასთან, გიორგოს ვაკაკისთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ მაიამიში, სადაც გოგონა კულინარიას ეუფლებოდა, ხოლო გიორგო კი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.


ეფი და მისი მეორე ქალიშვილი, სოფია.


ვაკაკისების ოჯახის სახლი პოლიტიაში. 

melano

ტესტ