fbpx
საბერძნეთი

Jumbo – პირველი ბერძნული რეკლამა გეი-წყვილით

ბერძნულმა კომპანიამ Jumbo ახალი რეკლამა გამოუშვა, რომელშიც გეი-წყვილი მონაწილეობს.

ცნობილია, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი მაღაზია პროგრესულობით ხასიათდება და ბაზარზე მოწინავე ადგილი უკავია. მისი სარეკლამო კამპანიები საკმაოდ წარმატებულია და ინტერნეტში ნახვების დიდი რაოდენობა აქვს. თუმცა, ამჯერად Jumbo-ს რეკლამაში არ გამოჩენილა რომელიმე ცნობილი მომღერალი, არამედ ორი წყვილი, ერთი ახალგაზრდა და ტრადიციული ორიენტაციის, ხოლო მეორე შედარებით ხანში შესული გეი-წყვილი. ორივე ოჯახი მაღაზიაში ბავშვებისთვის საჩუქრების საყიდლად არის მისული.

რეკლამამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა კომპანიამ ახსნა-განმარტება გააკეთა: ”რა შეგვიძლია გაგიზიაროთ? მდიდარი ღარიბთან მიმართებაში, ბერძენი მიგრანტთან მიმართებაში, ხოლო ტრადიციული ოჯახი გეი-წყვილებთან მიმართებაში. მრავალგვარი პროდუქტი და მილიონობით ღიმილი. აი რას გთავაზობთ Jumbo! დროა, რომ ნებისმიერი სტერეოტიპი დავარღვიოთ და მოვძებნოთ მხიარული, რბილი და ინოვაციური გადაწყვეტილებები. დემოკრატიის კონცეფციების შესაბამისად, ეს ყველაფერი ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს!”

onalem

ტესტ