fbpx
კრიმინალი

ჯიბის ქურდები: 31 დაკავებული ადამიანიდან 30 უცხოელია

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 31 წევრი აიყვანა. ჩამორთმეულია ასი ათასობით ევრო. დღეს პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა დაწვრილებითი ინფორმაცია ჯიბის ქურდების წარმომავლობისა და მათი ნადავლის შესახებ.

ისინი მხოლოდ 1 დღის მანძილზე 15-მდე საფულეს იპარავდნენ და დღიური ”შემოსავალი” 3, 500 ევროს უდრიდა. დღემდე მათ მიერ მოპარული საფულეების რაოდენობა 4, 000-ია. ისინი ძირითადად ტურისტებს ძარცვავდნენ.

31 ადამიანის დაკავების ოპერაცია 16 სექტემბერს ჩატარდა. კერძოდ, მათგან 27 ალბანეთის მოქალაქეა. ასევე აყვანილია 30 წლის ბულგარელი, 31 წლის ბანგლადეშელი, 39 წლის ქართველი ქალი და 49 წლის ბერძენი.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაჯგუფება აღნიშნულ საქმიანობას ბოლო 10 წელი ეწეოდა, ძირითადად შემდეგ მეტროსადგურებში:  ”Evangelismos “,” Megaron Mousikis “,” Panormos “,” Syntagma “,” Metaxourgio “,” Kallithea”.

იხილეთ მათგან ჩამორთმეული ნივთები და თანხა:

წყარო: ათენის საიფორმაციო სააგენტო
http://www.amna.gr/

onalem

ტესტ