fbpx
საზოგადოება

ჯარიმა 5, 000 ევრო და 1 წლიანი პატიმრობა კნუტების ნაგვის ყუთში ჩაკეტვისთვის

მამაკაცს, რომელმაც კნუტები სანაგვე ყუთში ჩაკეტა, 1 წლიანი პატიმრობა ელის. თუმცა, გარდა ამისა, მას ჯარიმის სახით 5, 000 ევრო დაეკისრა.

კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება ტრიკალას სასამართლომ მიიღო. 31 მამაკაცს ბრალად ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა ედება.

მან ჩაკეტა ნაგვის ყუთები, თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, იცოდა, რომ შიგნით პატარა კნუტები იყვნენ.

თავად ბრალდებული კი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ არ იცოდა.

პოლიციაში მომხდარის შესახებ სრულიად სხვა ადამიანმა განაცხადა, რომელმაც დაინახა, როგორ კეტავდა მამაკაცი ყუთებს.

31 წლის ბრალდებულის მამა ამბობს, რომ იმ ღამით ნაგვის ყუთებიდან უსიამოვნო სუნი ამოდიოდა, რის გამოც შვილს, უბრალოდ, მათი დახურვა სთხოვა. მისი თქმით, არც კი იცის, დაინახა, თუ არა მისმა ვაჟმა, რომ ყუთში კნუტები ისხდნენ.

საბოლოო ჯამში, მას ნამოქმედარის გამო 1 წლიანი პატიმრობა ელის.

 

onalem

ტესტ