5 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფაქტი რომელსაც თქვენი თვალები ამხელენ

null

ბოლოს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად,ექსპერტებმა კავშირი აღმოაჩინეს ადამიანის თვალის ფერსა და მისი სხეულის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის.იმისდა მიხედვით თუ რა ფერია შენი თვალი,მუქი თუ ღია,შეგიძლია გაიგო რა დაავადებისაგან იტანჯება შენი სხეული,როგორ ებრძვი ტკივილს და ასევე რამდენად საიმედო ხარ.თვალებით შესაძლოა გაიგო ადამიანი რას ფიქრობს ან რას გრძნობს,იტყუება თუ მართალს ამბობს,რა გაწუხებს ან სავარაუდოდ რა დაავადება შეიძლება გაგიჩნდეს.ბევრს სჯერა რომ არსებობს 2 განსხვავებული გენი ცისფერი და ყავისფერი თვალებისთვის.თუმცა სინამდვილეში 12-13 განსხვავებული გენი არსებობს,რომლებიც შენი თვალის ფერსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს განსაზღვრავენ.

null

1)დაავადებები რომლებიც გტანჯავენ.

წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცეს რომ,თვალის ფერს პირდაპირი კავშირი აქ ისეთ დაავადებებთან როგორებიცაა:დიაბეტი,მელანომა და ვიტილიგო.ცისფერთვალება ადამიანები იშვიათად ავადდებიან ვიტილიგოთი,ამ დროს სხეულის რომელიმე ნაწილი განიცდის ყავისფერი პიგმენტის ნაკლებობას,რომელიც “გათეთრებულ” კვალს ტოვებს.
როცა ადამიანს სხვადასხვა ფერის თვალები აქ,მაგალითად ერთი ყავისფერი და მეორე ცისფერი,თავი შეიძლება იჩინოს ჰორნერის სინდრომმა ან გლაუკომამ.ასევე მათ,ვისაც განვითარებული დიაბეტი აქვთ,შეამჩნევდნენ რომ თვალის ფერი უმუქდებათ.

null

2)შენი ხასიათი.

ავსტრალიაში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 336-მა ადამიანმა მიიღო.ამ კვლევის თანახმად,ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები უფრო კონკურენტუნარიანები არიან,გეჯიბრებიან,თუმცა ნაკლებად თანამგრძნობი,მეგობრული და გულუხვი არიან,ვიდრე მუქი ფერის თვალების მქონე ადამიანები.
შეიძლება გადაჭარბებულად ჟღერს და საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი კვლევა ჩატარდეს,მაგრამ მეცნიერები თვლიან რომ საქმე ჩვენს ევოულიცურ ფესვებშია.ათასობით წლის წინ,ჩვენი ჩრდილო-ევროპელი წინაპრები თვლიდნენ რომ ცისფერთვალება ხალხი უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველები იყვნენ,დაოჯახების დროსაც ხშირად ითვალისწინებდნენ ამ დეტალს და მეცნიერებიც სწორედ ამიტომ ფიქრობენ,რომ მათი კონკურენტუნარიანობის მიზეზი სწორედ ეს გარემოებაა.

null

3)ტკივილთან გამკლავება.

ზოგი მეცნიერი ფიქრობს რომ,თვალის ფერი ადამიანში ტკივილის ამტანობასაც გვიჩვენებს.ბოლო კვლევისას,58 ქალიდან ღია ფერის მქონე ქალები ნაკლებ ტკივილს განიცდიდნენ მშობიარობისას,ვიდრე მუქი ფერის მქონე ქალები.ისინი არა მარტო ნაკლებ ფიზიკურ ტკივილს განიცდიან,არამედ ნაკლებადაც შფოთავენ,ნაკლებ დეპრესიულები არიან და უარყოფითი აზრებიც იშვიათად აწუხებთ.თვალების ფერით იმის გაგებაც კი შეიძლება,თუ რამდენად კარგად იტან ალკოჰოლს და რამხელაა იმის ალბათობა ადრე დათვრები თუ გვიან.ბოლო კვლევების თანახმად ღია ფერის თვალების მქონე ადამიანი უფრო გვიან თვრება,ვიდრე მუქი ფერის მქონე.

null

4)გენეტიკა.

2008 წელს მეცნიერებმა დაადგინეს რომ,ყველა ცისფერთვალება ადამიანი იზიარებს პირდაპირ გენეტიკური კავშირს ერთი და იგივე მამასთან,რომელმაც გენეტიკური მუტაცია განიცადა 6000-10000 წლის წინ.მანამდე ყველა ადამინს ყავისფერი თავლები ჰქონდა.მუტაციამ OCA2 გენზე იმოქმედა და “დახურა” ყავისფერი თვალების წარმოქმნის უნარი.ამ გენეტიკური ცვლილების შედეგად შეზღუდული გახდა მელანინის წარმოება და წარმოიშვა ცისფერი თვალები.თუ ცისფერი თვალები გაქ,ესეიგი სხვა ცისფერთვალება ადამიანებთან გყავს ერთი საერთო წინაპარი მაინც.

null

5)რამდენად სანდო ხარ.

მკვლევარების თქმით ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები უფრო სანდოები არიან ვიდრე ცისფერის მქონე,თუმცა ეს სანდოობა მხოლოდ თვალის ფერით კი არა,სახის ფორმითა და ნაკვთებითაც განისაზღვრება.